"არ იქნებოდა მარტივი საუბარი" - სამადაშვილი ღარიბაშვილი-სალივანის შეხვედრაზე
პრემიერის შეხვედრა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან ჯეიკ სალივანთან - შეხვედრის შემდეგ ვიდეო მიმართვის გაუვრცელებლობა ოპოზიციაში აჩენს ეჭვს, რომ საკმაოდ მწვავე საუბარი შედგა ირაკლი ღარიბაშვილსა და სალივანს შორის.
როგორც სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, საჯარო განცხადების გაკეთების გარეშე ჩატარებული შეხვედრა მიანიშნებს, რომ ამერიკულ მხარეს არანაირი პოზიტიური გზავნილი არ ჰქონია.
ვნახეთ, რომ შეხვედრა გაიმართა, მაგრამ არანაირი საჯარო განცხადება ამერიკული მხრიდან ამის შემდეგ არ გაკეთებულმა. დიპლომატიის ენაზე ეს ნიშნავს, რომ რაიმე პოზიტიური გზავნილები ამ შეხვედრის შემდეგ, რომლის გაჟღერებაც სურდა ამერიკულ მხარეს, არ არსებობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავრცელდებოდა განცხადება, რომ მიესალმნენ პრემიერ-მინისტრს, ჰქონდათ პროდუქტიული შეხვედრა და ა.შ. მე არ მინახავს ასეთი განცხადება და ეჭვი მაქვს, რომ ახლა არც გაკეთდება. რაც მაფიქრებინებს იმას, რომ ეს არ იქნებოდა მარტივი საუბარი,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.