ადამიანის მოქალაქეობა, ისევე როგორც მისი ღვაწლი, არ არის ინდულგენცია - ბექა ლილუაშვილი
"ადამიანის მოქალაქეობა, ისევე როგორც მისი ღვაწლი, არ არის ინდულგენცია - დანაშაული არის დანაშაული და პასუხისმგებლობა მოეთხოვება ყველას," - ეს განცხადება პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა გააკეთა.
როგორც დეპუტატი ამბობს, "ქართულ ოცნებას" ფარცხალაძისთვის საგანგებოდ შეცვლილი ბრძანებებით თუ მოქალაქეობის შეწყვეტით, აქვს განზრახვა, რომ დაიცვან ხელისუფლებასთან დაკავშირებული ყველა ის პირი, რომელიც მომავალში დასანქცირდება.
მოქალაქეობის შეწყვეტა ფარცხალაძისთვის, ეს არის პირდაპირ იმ გეგმის ნაწილი, რომლითაც ლაგდება სქემა, რომ ვინც მომავალში შეიძლება პოტენციურად დასანქცირდეს და მოუწიოს პასუხისმგებლობა ხალხისთვის მოპარულ ფულზე, პოლიტიკური კორუფციით, ან მოუწიოს პასუხისმგებლობა სხვადასხვა სახელმწიფოებთან კავშირებში, ამ პასუხისმგებლობას დაუსხლტეს. ადამიანის მოქალაქეობა, ისევე როგორც მისი ღვაწლი, არ არის ინდულგენცია - დანაშაული არის დანაშაული და პასუხისმგებლობა მოეთხოვება ყველას,“ - ამბობს ბექა ლილუაშვილი.