ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორის მკვლელობა წამებით - "ტვ პირველმა" მომხდარის დეტალები გაარკვია

21.09.23 17:35
ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორის მკვლელობა წამებით - "ტვ პირველმა" მომხდარის დეტალები გაარკვია

ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი ცემით მოკლეს - სასტიკი ანგარიშსწორება გარდაბნის ტყეში მოხდა. 67 წლის პროფესორი ახალგაზრდა კაცებმა ხელკეტებით და ბეისბოლის ჯოხებით სცემეს, აწამეს და 20 ათასი ლარი წაართვეს.

"ტვ პირველმა" სასტიკი ანგარიშსწორების დეტალები გაარკვია - მომხდარის არაოფიციალურ ვერსიად ორი საკითხი სახელდება - ბიზნეს დავა და დიდი რაოდენობით თანხა, რომელიც ოთარ გელაშვილს მიწის ნაკვეთის გაყიდვით მიღებული თანხა სახელდება. ტექნიკურ უნივერსიტეტში გელაშვილის კოლეგები ამ ვერსიებზე საუბრობენ.

როგორც დეკანის კოლეგები ჰყვებიან, უკაცრიელ ადგილას ის სავარაუდოდ, მწყემსმა იპოვა. მას ბეისბოლის ჯოხებით იყო ნაცემი თავის არეში. ასევე, ლანცეტით ჰქონდა ფრჩხილები აძრობილი.

მან გაყუდა მიწის ნაკვეთი და იცოდნენ თავდამსხმელებმა, რომ მას ჰქონდა ფული და მოიტაცეს და სცემეს ტყეში. ნაცემი არის როგორც ირკვევა, ბეისბოლის ჯოხით, თანხაც მგონი წაღებულია. ნაცემია თავის არეში, იძახდნენ რომ ფრჩხილები ჰქონდა დაძრობილი,“ - ამბობს ოქიტაშვილი.

იპოვეს ქვემო ქართლის რეგიონში სასტიკად ნაცემი. მას ჰქონდა დაზიანებები თავის არეში, ცეცხლსასროლი იარაღი არ იყო. ჰქონდა ერთი პატარა საოჯახო სასტუმრო,“ - ამბობს რექტორი.

ოთარ გელაშვილი 12 აგვისტოს გაუჩინარდა, ოჯახის წევრები მას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ და მას რუსთავის ერთ-ერთ კლინიკაში მიაგნეს, სადაც ის უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

სავარაუდოდ, მასზე თავდასხმაში ორი პირი მონაწილეობდა, მათ სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ თანხაც მოჰპარეს - 20 ათასი ლარის ოდენობით.

შსს-მ დეკანის ცემის ფაქტზე 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, მეორე პირი კი მიმალვაშია, „პირველების“ ინფორმაციით, მან ქვეყანა უკვე დატოვა. დაკავებული ჰუსეინოვი 67 წლის გელაშვილთან ნაცნობობას უარყოფს და ბრალს არ აღიარებს. 
 

მსგავსი სიახლეები