ევროკავშირის "შავ სიაში" შეყვანილი ავიაკომპანია „როსია“ თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს
ავიაკომპანია „როსია“ თბილისში ფრენებს 14 ოქტომბრიდან განახორციელებს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს. ინფორმაცია მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის ვებგვერდზე დევს. რეისები დღეში ორჯერ შესრულდება.
"როსიას" შეუძლია ბათუმის მიმართულებით რეისები კვირაში სამჯერ განახორციელოს: ოთხშაბათს, შაბათს და კვირას. მედიასაშუალების RBC-ის ინფორმაციით, Rossiya Airlines ევროკავშირის შავ სიაშია.
ნებართვის მიღების შემთხვევაში, Rossiya Airlines მზად იქნება ფრენები დაიწყოს როგორც ამ მიმართულებით (მოსკოვი-თბილისი ), ასევე სხვა მიმართულებებით“, - განუცხადეს RBC-ს ავიაკომპანიის პრესსამსახურში.