დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ხუთ პირს ბრალდება დაუმტკიცა

21.09.23 17:55
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ხუთ პირს ბრალდება დაუმტკიცა

დიდი ბრიტანეთის სამეფო პროკურატურამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ხუთ პირს ბრალდება დაუმტკიცა.

ინფორმაციას ნოკ პრაისი, სპეციალური დანაშაულისა და ანტიტერორისტული სამმართველოს ხელმძღვანელი ავრცელებს და ამბობს, რომ საუბარია სამ მამაკაცსა და ორ ქალზე, რომლებიც "აგროვებდნენ მტრისთვის ირიბად ან პირდაპირ სასარგებლო ინფორმაციას."

ბრალდებულები ხსენებულ საქმიანობას 2020 წლის 30 აგვისტოდან 2023 წლის 8 თებერვლამდე ახორციელებდნენ. ყოველი მათგანი უესტმინსტერის მაგისტრი სასამართლოს წინაშე 26 სექტემბერს წარდგება.

მსგავსი სიახლეები