განწყობა ლარის მიმართ უარყოფითია, დაწყებული იქიდან, თუ რა რისკის ქვეშ დააყენა თურნავამ - ბედინეიშვილი
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა - ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე 37 150 000 აშშ დოლარის გაყიდვას ეხმაურება.
ბედინეიშვილის თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ქმედებებმა გააუარესა ეროვნული ვალუტის მდგომარეობა.
როგორც ჩანს ეროვნული ბანკი ხედავდა წნეხს ლარზე და აშკარა იყო, რომ ლარის გაუფასურებისკენ გვქონდა მიდრეკილება და ამიტომ ამის შესაჩერებლად და თავიდან ასაცილებლად გამოიტანა დოლარები გასაყიდად. ამან ნაწილობრივ, ალბათ იმუშავა, მაგრამ მთლიანად არა, ლარი მაინც გაუფასურდა. ეს ნიშნავს, რომ ზოგადად, განწყობა ლარის მიმართ უარყოფითია - რას შეიძლება გამოეწვია, სხვა ვერაფერს ვფიქრობ, გარდა იმ მოქმედებებისა, რომელსაც ეროვნული ბანკი სჩადის ამ რამდენიმე დღის განმავლობაში. ბევრი თვალსაზრისით უარყოფითია ეს, დაწყებული იქიდან, თუ რა რისკის ქვეშ დააყენა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა საბანკო სისტემა," - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.