ფარცხალაძის ქონების გადამალვის სპეცოპერაცია - "ოცნება" რიგითი აგენტის გადასარჩენად ბოლომდე ვა-ბანკზე მიდის

21.09.23 20:08
ფარცხალაძის ქონების გადამალვის სპეცოპერაცია - "ოცნება" რიგითი აგენტის გადასარჩენად ბოლომდე ვა-ბანკზე მიდის

 

"ოცნება" რიგითი აგენტის გადასარჩენად ბოლომდე ვა-ბანკზე მიდის. მთელი სახელმწიფო სისტემა  ფარცხალაძის სამსახურშია. სანქცირებული პროკურორი საქართველოში ქონებას აღარ ფლობს, ყველაფერი 
შვილს გადაუფორმა, ოღონდ ამის შესაძლებლობა  დასანქცირებულ რუსეთის აგენტს საქართველოს ხელისუფლებამ მისცა.  ბინები თბილისში, ოფისები, მიწის ნაკვეთები ტაბახმელაში, წყნეთის შავი სასახლე და ეკლესიაც კი - ყველაფერი ფარცხალაძემ მისი  შვილის სახელზე  ანდრია ფარცხალაძეზე გადააფორმა. სანამ ეს არ გააკეთა, მანამდე იუსტიციის სამინისტრომ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა არ დაიწყო. 

როცა რუსეთის აგენტობაში მხილებული  ფარცხალაძე საქმეებს ალაგებდა, პარალელურად თბილისში მასშტაბური პროტესტი იყო. ამ დროს კი ეროვნული ბანკი, პარლამენტი და იუსტიციის სამინისტრო რუსეთის აგენტობაში მხილებული კაცის სამსახურში იდგა და ეს ყველაფერი არ არის. მართალია გამოძიება დაწყებულია, თუმცა ლილუაშვილი ჯერ  სანქცირებული პროკურორის გამოკითხვაზე  დაბარებასაც კი ვერ ბედავს.  არც ის ვიცით,  რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.   არადა ფარცხალაძის წინააღმდეგ  სუს-ში   შტატებიდან მიღებული მტკიცებულებების მთელი დასტა  ინახება. 

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები