უკრაინამ იერიში მიიტანა რუსეთის საიდუმლო შტაბზე, სავარაუდოდ, 58-ე არმიის მეთაური დაიჭრა

21.09.23 19:44
უკრაინამ იერიში მიიტანა რუსეთის საიდუმლო შტაბზე, სავარაუდოდ, 58-ე არმიის მეთაური დაიჭრა

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის საიდუმლო შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად, სავარაუდოდ, 58-ე საერთო არმიის მეთაური დაიჭრა. 

როგორც უკრაინული მედია სპეციალურ სამსახურზე დაყრდნობით წერს, რუსებს შტაბ-ბინა ერთ-ერთ ადგილობრივ ქარხანაში ჰქონდათ მოწყობილი. თავდასხმის კონკრეტული თარიღი უცნობია, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეტევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად რუსეთის ფედერაციის 58-ე საერთო არმიის მეთაურთან ერთად არმიის შტაბის უფროსიც დაიჭრა. არიან დაშვებულებიც და დაღუპულებიც.

როგორც ცნობილია, 58-ე არმია ზაპოროჟიეს მიმართულებით ფრონტის ხაზზე სამხედრო ოპერაციებშია ჩართული და რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის მნიშვნელოვან დანაყოფად ითვლება. 

მსგავსი სიახლეები