დაცვიდან გამიჯვნამდე - ღარიბაშვილისა და სალივანის შეხვედრის შემდეგ ფარცხალაძის მიმართ შეცვლილი რიტორიკა

21.09.23 20:21
დაცვიდან გამიჯვნამდე - ღარიბაშვილისა და სალივანის შეხვედრის შემდეგ ფარცხალაძის მიმართ შეცვლილი რიტორიკა

 

დაცვიდან გამიჯვნამდე. "ქართულმა ოცნებამ" ფარცხალაძის მიმართ რიტორიკა შეცვალა. მმართველი პარტიისთვის დასანქცირებული პროკურორი დღეს უკვე უინტერესო გახდა. თუ აქამდე შტატებისგან დაჟინებით ითხოვდნენ მტკიცებულებებს, ახლა ამბობენ, რომ აღარც კითხვები აქვთ და  აღარც დეტალები აინტერესებთ. რიტორიკა ირაკლი ღარიბაშვილისა და  ჯეიკ სალივანის შეხვედრის შემდეგ შეიცვალა.

ახლა "ოცნება" ცდილობს  ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის გაუქმებით დაამტკიცოს, რომ ამით ქვეყანას სანქცირებული ყოფილი პროკურორის პრობლემა მოეხსნა და ის მხოლოდ  რუსეთის თავის ტკივილად დარჩა. ამ დროს კი ავიწყდებათ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა ფარცხალაძე. ამერიკამ  გარკვევით თქვა, რომ ის რუსეთის ეფ ეს ბეს ინტერესებს  ჩვენს ქვეყანაში ავრცელებდა. ამის მტკიცებულებები კი დღეს შტატებში ირაკლი ღარიბაშვილს სავარაუდოდ პირადად აჩვენეს.

დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

 

მსგავსი სიახლეები