თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - გაბედავს თუ არა საგამოძიებო ფარცხალაძის მცველების დაკავებას

21.09.23 20:26
თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - გაბედავს თუ არა საგამოძიებო ფარცხალაძის მცველების დაკავებას

 

გაბედავს თუ არა საგამოძიებო სამსახური  ოთარ ფარცხალაძის მცველების  დაკავებას. უახლოეს დღეებში გაირკვევა  სარგებლობენ თუ არა ფარცხალაძის დაცვის წევრები იგივე ხელშეუხებლობით, რითაც მათი პატრონი. მარიამ გაფრინდაშვილი და გიორგი შეწირული კაციტაძის უწყებას რამდენიმე საათის განმავლობაში აძლევდნენ ჩვენებას. დღესვე დაიკითხა ფორმულას გადამღები ჯგუფიც, რომელიც ასევე გახდა თავდასხმის ობიექტი.

ფარცხალაძის დაცვის თანამშრომლები ჟურნალისტებს იმ ქუჩაზე უკრძალავდნენ მუშაობას, სადაც სანქცირებული ყოფილი გენპროკურორის ფეშენებელური რეზიდენციაა. ანუ, რომ განვმარტოთ,  მედიას ქუჩაზე გადაადგილების უფლებასაც უზღუდავდნენ. შაბათის ეთერის გამომძიებელ ჟურნალისტს წაართვეს ძვირადღირებული აპარატურა და პირადი ტელეფონი. ოპერატორს კი ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ქართულ ოცნება დღეს ძალადობას ფორმალურად გმობდა, თუმცა ამავე დროს ხელს ჟურნალისტებისკენ იშვერდა, რომლებმაც ქართველი - რუსი ოლიგარქის სიმყუდროვე დაარღვიეს.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები