წულუკიანის ახალი გაჩერება, სავარაუდოდ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაა - რეფორმა უკვე დაანონსდა
წულუკიანის შემდეგი სამიზნე კონსერვატორიაა. მინისტრმა სასწავლებელში რეპრესიები პარლამენტის ტრიბუნიდან პრაქტიკულად დააანონსა და ეს ყველაფერი როგორც წესი რეფორმად შეფუთა. წულუკიანმა კონსერვატორიის რექტორის შესაცვლელად და მისი სანდო კადრის დასანიშნად საუკეთესო დრო შეარჩია. ოქტომბერში არჩევნებია, ამიტომ თადარიგი წინასწარ დაიჭირა. კონსერვატორიას სტანდარტები და განათლების ხარისხი დაუწუნა, აკადემიური საბჭოს მიმართ კი უკვე გასცა დირექტივა, რა ნიშნით უნდა შეირჩეს ახალი ხელმძღვანელი.
დეტალები ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.