სებ ზეწოლას ახდენს ლონდონის ბირჟის 2 ქართულ ბანკზე, თავი აარიდონ აშშ-ის სანქციებს - ბიზნესგამოცემა City A.M.

21.09.23 20:57
სებ ზეწოლას ახდენს ლონდონის ბირჟის 2 ქართულ ბანკზე, თავი აარიდონ აშშ-ის სანქციებს - ბიზნესგამოცემა City A.M.

ბიზნესგამოცემა City A.M. წერს, რომ TBC და საქართველოს ბანკი "სანქციების კამათში" მოხვდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კრედიტორებს განუცხადა, რომ აშშ-ის სანქციების შესრულება საჭირო არაა.

ორივე მათგანი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგშია. ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციების ერთგულნი იქნებიან.

გამოცემა City A.M. წერს საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორზე, ოთარ ფარცხალაძეზე, რომელიც პირველი ქართველია, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოყვა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი აშშ-ის სანქციების წინააღმდეგ გამოვიდა.

ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ბანკი უკრაინაში შეჭრის შემდეგ საერთაშორისო სანქციების შესაბამისად მოქმედებს, ის არ ეთანხმება, რომ ფარცხალაძის აქტივები სამიზნე გახდა", - აღნიშნავს გამოცემა.

საქართველოს ბანკმა გამოცემას განუცხადა, რომ განაგრძობს სანქციების აღსრულებას, თუმცა უარი თქვა გაემჟღავნებინა, გაყინა თუ არა ფარცხალაძის აქტივები, რაც კონფიდენციალურობის დაცვით ახსნა.

გაერთიანებული სამეფოს ხაზინის ფინანსური სანქციების განხორციელების ოფისმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე და თქვა, რომ სანქციების აღსრულება აშშ-ის ამოცანაა და რომ ის არ გააკეთებს კომენტარს ცალკეულ შემთხვევებზე. 

მსგავსი სიახლეები