გვყავს რუსული პროექტი ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ემსახურება კრემლის ინსტრუქციებს- ხაზარაძე

21.09.23 21:19
გვყავს რუსული პროექტი ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ემსახურება კრემლის ინსტრუქციებს- ხაზარაძე

"ჩვენ გვყავს რუსული მთავრობა, ჩვენ გვყავს რუსული პროექტი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ეს უკვე დადასტურებული ფაქტია", - ეს განცხადება "ლელოს" თავმჯდომარემ "რეაქციაში" გააკეთა.

როგორც მამუკა ხაზარაძე ამბობს, არაერთი ფაქტია იმის დასადასტურებელი, რომ დღევანდელი ხელისუფლება ივანიშვილის დაკვეთით ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის შეცვლას ცდილობს.

ჩვენ გვყავს რუსული მთავრობა, ჩვენ გვყავს რუსული პროექტი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ეს უკვე დადასტურებული ფაქტია, რომელიც პირდაპირ ემსახურება კრემლის ინსტრუქციებს და ემსახურება იმას, რომ საქართველოს შეაცვლევინოს საუკუნეების და განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში აღებული ევროატლანტიკური კურსი. ამ აზრს უკვე წყალი არ გაუვა, მის ყველა ნაბიჯში ჩანს ბოლო წლების განმავლობაში თავდასხმა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, შარლ მიშელის დოკუმენტის ჩაგდება, 12 პუნქტის არშესრულება, გონორით საუბარი პარტნიორებთან - ვნახეთ პრემიერის ყოყლოჩინობა, ეს მთლიანობაში საფუძველს იძლევა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ ქვეყანა გავატანოთ რუსეთისკენ, დამპყრობლისკენ და ოკუპანტისკენ ივანიშვილს,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძე. 

მსგავსი სიახლეები