ჯაშუშები გვყავს არამარტო ფარცხალაძის სახით, არამედ გამოკვეთილად არის ბიძინა ივანიშვილი - მამუკა ხაზარაძე
"ჯაშუშები გვყავს არამარტო ფარცხალაძის სახით, არამედ გამოკვეთილად არის ბიძინა ივანიშვილი - მამუკა ხაზარაძე," - ეს განცხადება "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ "რეაქციაში" გააკეთა.
როგორც ხაზარაძე ამბობს, საქართველოში რუსული აგენტურული ქსელია და მათ სათავეში ბიძინა ივანიშვილია.
საქართველო, სამწუხაროდ, სავსეა რუსული აგენტურული ქსელით და ჯაშუშებით. ჯაშუშები ჩვენ გვყავს არამარტო ფარცხალაძის სახით, არამედ გამოკვეთილად არის ბიძინა ივანიშვილი, ეს ასეა - როცა სხვა ქვეყანას ემსახურები და შენ და შენი პარტიის რამდენიმე წევრი, ქვეყანა სავსეა რუსული აგენტურული ქსელით,“ - ამბობს ხაზარაძე.