თურნავას მივმართავ, თაროზეა შემოდებული ივანიშვილის და კალაძის ბანკი, რატომ არ მოხდა ამ ბანკის ლიკვიდაცია? - ხაზარაძე
"თურნავას მინდა მივმართო, თაროზეა შემოდებული ბიძინა ივანიშვილის და კალაძის ბანკი, რატომ არ მოხდა ამ ბანკის ლიკვიდაცია?" - ეს განცხადება "ლელოს" თავმჯდომარემ "რეაქციაში" გააკეთა.
როგორც ხაზარაძე ამბობს, ივანიშვილ-კალაძის ბანკის საქმე საინტერესოა, რადგან ეროვნულ ბანკს ლიკვიდაცია ჯერ არ მოუხდენია.
ქართუ ბანკს არ ჰყავს საერთაშორისო პარტნიორი, იმიტომ რომ არ ენდობიან, არ არის გამჭვირვალე. ქალბატონ ნათია თურნავას მინდა მივმართო, რომელსაც შეუძლია 24 სთ-ში ასეთი საკითხების გადაწყვეტა - თქვენთან თაროზეა შემოდებული ბიძინა ივანიშვილის და კალაძის ბანკი, დიდი ხანია, რომელიც უცბად გაქრა და რომელიც ძალიან სერიოზულ, ფულის გათეთრებაშია - მგონი, პროგრეს ბანკი. მე მაინტერესებს რატომ არ მოხდა ამ ბანკის ლიკვიდაცია, ეს რომ მოხდეს სჭირდება აუდიტი და ქვეყნისთვის გახდება ცნობილი. კახა კალაძე რომ გამოდის გონორით, ყველაფერი კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს, მოგმართავთ, ხომ ხართ კანონის შესაბამისობაში, თქვენი, ივანიშვილის და გავრილოვის ბანკი, მსოფლიოში ცნობილი ფულის გამთეთრებლის, დადგა ამის დრო, თქვენი ამბები ვნახოთ,“ - ამბობს მამუკა ხაზარაძე.