პარტიების გაერთიანება ვერ მოხდება, ახალი კანონმდებლობით საარჩევნო ბლოკები დაუშვებელია - ხაზარაძე

21.09.23 22:08
პარტიების გაერთიანება ვერ მოხდება, ახალი კანონმდებლობით საარჩევნო ბლოკები დაუშვებელია - ხაზარაძე

ვისთან გაერთიანდება "ლელო" საარჩევნოდ - როგორც "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ამბობს, ახალი კანონმდებლობით კოალიცია გამორიცხულია. თუმცა ლელო მზად არის პარტიებთან და კონკრეტულ პირებთან სათანამშრომლოდ. 

ახალი კანონმდებლობით საარჩევნო ბლოკები არ არის დაშვებული, როცა საუბარია პარტიების გაერთიანება, ასე ვერ მოხდება - უნდა იყოს ერთი ნომერი, ერთი სახელი, შესაბამისად, ჩვენ ვაძლიერებთ ლელოს და ვამბობთ, რომ კარი გვაქვს ღია, გაქვს საკმარისი ინფრასტრუქტურა, დაფინანსება, სუფთა დაფინანსება, რომ არჩევნებს გავუძღვეთ. რომ იყოს ძველი კანონმდებლობა, ვიფიქრებდით კოალიციაზე, ჩვენ არ ვაპირებთ სხვა პარტიაში შესვლას, ლელოს გაუქმებას, თუ ახლა ვიღაცას პრეტენზია აქვს ფერზე ან სახელზე, ეს ტექნიკური საკითხია, ვისაუბროთ სახელზე,“ - ამბობს ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები