"გირჩი", მელია - აუცილებლად იქნება "ლელოს" სიტუაციური პარტნიორი მომავალ მთავრობაში - ხაზარაძე

21.09.23 22:10
"გირჩი", მელია - აუცილებლად იქნება "ლელოს" სიტუაციური პარტნიორი მომავალ მთავრობაში - ხაზარაძე

"მე ვიქნები ამ სიაში ყველაზე ბოლოს, ოღონდ გავერთიანდეთ", - ეს განცხადება "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ "რეაქციაში" გააკეთა.

ხაზარაძე ამბობს, რომ "ლელო" ბევრ პოლიტიკურ პარტიასთან და კონკრეტულ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობს და არ გამორიცხავს, რომ ახალი მთავრობის ფორმირებისას მათთან ითანამშრომლოს. 

როგორც ხაზარაძე ამბობს, "ლელო" "ნაციონალურ მოძრაობასთან" არჩევნებამდე არ ითანამშრომლებს, მთავარი მიზეზი კი პარტიის მერაბიშვილთან კვეთაა.

ნამდვილ პატრიოტებთან გვაქვს საუბრები. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ჩვენ დამოუკიდებლად გავალთ - მაგალითად, გირჩმა, მაგრამ ისინი ჩვენი სიტუაციური კოლეგები იქნებიან. მაგალითად, მელიამ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ დამოუკიდებლად განვითარდები, მაგრამ მელია აუცილებლად იქნება სიტუაციური პარტნიორი მომავალ მთავრობაში.
 

ნაციონალური მოძრაობა ჩვენთვის არჩევნებამდე არის კონკურენტი, მე ვთქვი, სადაც მერაბიშვილია, იქ ლელო არ არის. ამავე დროს, ჩვენ წავედით კომპრომისზე, ადგილობრივი არჩევნების დროს - როდესაც მელია წარმოადგენდა და რეფორმა ჰქონდა დაწყებული პარტიაში, ჩვენ წავედით იმ კომპრომისზე, რომ ეს ძალა დაგვემარცხებინა და გადავდგი ნაბიჯი  - გავხდი მისი მოადგილე და ამ გაერთიანებამ 45 პროცენტი აიღო. ჩაშალა ეს ყველაფერი სააკაშვილის ჩამოსვლამ," - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
 

მსგავსი სიახლეები