ამას ჰქვია, უნახავმა რა ნახა, ეს კასტა ჩამოყალიბდა - ხაზარაძე

21.09.23 22:20
ამას ჰქვია, უნახავმა რა ნახა, ეს კასტა ჩამოყალიბდა - ხაზარაძე

"ამას ჰქვია, უნახავმა რა ნახა", - ეს განცხადება „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ გააკეთა და ამით გამოეხმაურა პრემიერის და ოცნების ლიდერების მიერ საკუთარი მიზნებისთვის ბორტი ნომერი 1-ის გამოყენებას.
როგორც ხაზარაძე „რეაქციაში“ ამბობს, ქვეყანაში კორუფცია და არაპროფესიონალების მიერ იმართება. ხაზარაძე ამბობს, რომ შოვის ტრაგედია ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

შოვის ტრაგედია თქვენს კისერზეა, ქვეყანა არ არის მომზადებული და კანონის უხეში დარღვევით ხდება მშენებლობაც, ლიცენზიის გაცემაც, თბილისი წაღებული აქვთ კორუფციას. ვინც მშენებლები ხართ, მერიაში მუშაობთ, ხელი გულზე დაიდეთ და უთხარით მეუღლეს, შვილებს ასეა თუ არა, ყველაფერზე იყიდება ეს ქვეყანა. მიდიხართ და ისვენებთ მერე ამ ფულით უცხოეთში და გვახარბებთ, რომ შეგიძლიათ ბორტი ნომერი ერთის დაქირავება. ამას ჰქვია უნახავმა რა ნახა, ეს კასტა ჩამოყალიბდა, იმიტომ გეშინიათ ხელისუფლების დაკარგვის, რომ ამას დაკარგავთ და პასუხს მოგთხოვენ,“ - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
 

მსგავსი სიახლეები