არ მჯერა გახარიას ოპოზიციონერობის, სახელმწიფოებრივი კითხვები მაქვს მასთან - მამუკა ხაზარაძე
"მე არ მჯერა გახარიას ოპოზიციონერობის", - ეს განცხადება "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ "რეაქციაში" გააკეთა.
ხაზარაძის თქმით, პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელთან, გიორგი გახარიასთან თანამშრომლობის საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ მას შემდეგ დადგება, რაც ყოფილი პრემიერი დაგროვილ კითხვებზე პასუხს გასცემს.
მე არ მჯერა გახარიას ოპოზიციონერობის. ვერ გავიგე როდის მოხდა მისი გადასვლა და ოპოზიციონერობა, როცა მელია იყო დასაჭერი. ანუ მელია ვერ დაიჭირა და დაინახა, რომ ოპოზიციონერი გახდა. მე მაქვს სახელმწიფოებრივი კითხვები ამ ადამიანთან, სანამ ამ კითხვებზე პასუხს ვერ მივიღებ, მასთან რაიმე თანამშრომლობას გამოვრიცხავ," - ამბობს ხაზარაძე.