როცა რუსული დეზინფორმაციული ომი მიდის "ოცნების" მხრიდან, ვალდებულები ვართ, გავაპროტესტოთ - ირაკლი კუპრაძე

22.09.23 11:08
როცა რუსული დეზინფორმაციული ომი მიდის "ოცნების" მხრიდან, ვალდებულები ვართ, გავაპროტესტოთ - ირაკლი კუპრაძე

"მაშინ, როდესაც რუსული დეზინფორმაციული ომი მიდის პარლამენტში ქართული ოცნების მხრიდან, ვალდებულები ვართ რომ ვიდგეთ აქ და გავაპროტესტოთ,“ - ეს განცხადება პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.

როგორც კუპრაძე ამბობს, უმთავრესია, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების პროტესტის ხმა გაიგონოს. დღეს სწორედ პარლამენტთან შეკრებილი აქციის წევრები გეგმავენ, რომ პროტესტით დახვდნენ შს მინისტრს გომელაურს და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილს. ვახტანგ გომელაურთან კითხვები შოვის ტრაგედიაზე დაგროვდა, ლევან დავითაშვილისგან კი ახსნა-განმარტებებს ანაკლიის პორტზე ითხოვენ.

ლევან დავითაშვილს მოუწევს დეპუტატების - ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის კითხვებზე პასუხის გაცემა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რომელიც გააჩერა ოცნებამ და წლებია იტყუება,. რომ თითქოს ანაკლიის პორტი პრიორიტეტია. მაშინ როდესაც მინიმალური არცერთი პროექტი არ გაკეთებულა, მათ შორის დაბლოკილი და განდევნილები არიან ინვესტორები,“ - ამბობს ირაკლი კუპრაძე.



 

მსგავსი სიახლეები