შოვის ტრაგედია - გომელაურს პარლამენტში უმწვავესი კითხვებით შეიარაღებული ოპოზიცია ელოდება

22.09.23 11:29
შოვის ტრაგედია - გომელაურს პარლამენტში უმწვავესი კითხვებით შეიარაღებული ოპოზიცია ელოდება

შეიძლებოდა თუ არა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება? როდის და როგორ მოხდა სტიქიაზე რეაგირება და რატომ არ ითხოვა საქართველომ კრიტიკულ მომენტში მეზობელი ქვეყნებისგან დახმარება? ეს იმ კრიტიკული კითხვების მხოლოდ ნაწილია, რომელზე პასუხების გაცემაც დღეს ვახტანგ გომელაურს მოუწევს.

ჩვენ დღეს მოპოვებული ინფორმაციით დანამდვილებით ვიცით, რომ 2 ფაქტორი, რომ ყოფილიყო, ერთი დროული გაფრთხილება და მეორე რეაგირების ადეკვატური შესაძლებლობები, ამდენი მსხვერპლი ჩვენ არ გვეყოლებოდა და ამაზე გვექნება უმწვავესი შეკითხვები შინაგან საქმეთა მინისტრთან", - ამბობს სალომე სამადაშვილი.

ენმ-ს შს მინისტრისგან აინტერესებს, რატომ არ მოხდა წინასწარ მოსახლეობის გაფრთხილება მოსალოდნელ სტიქიასთან დაკავშირებით.

პირველი კითხვა არის, შეიძლებოდა თუ არა ღვარცოფის ჩამოწოლამდე ჩვენ ეს პროგნოზი გაგვეკეთებინა და გაგვეფრთხილებინა ჩვენი მოსახლეობა, რათა გადაგვერჩინა სიცოცხლე, არაერთი სიცოცხლე ჩვენი თანამოქალაქის და ასევე თუ იყო დანაშაული და იყო თუ არა თანამდებობრივი გულგრილობა", - ამბობს დავით ხაჯიშვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში ელოდებიან. კითხვებზე საპასუხოდ ძალოვანი უწყების მინისტრი ოპოზიციას ჰყავს დაბარებული. ტრაგედიიდან თვე ნახევრის თავზე ისევ უცნობია რა ეტაპზეა გამოძიება, რომელიც გომელაურის უწყებამ დაიწყო.

მსგავსი სიახლეები