მათ, ვინც ცდილობს მოსახლეობა მოატყუოს და პრორუსული პოლიტიკა გაატაროს, ხელს შევუშლით - აქცია პარლამენტთან
"არა რუს აგენტებს" - პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები შოვში დატრიალებულ ტრაგედიაზე ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის აღებას ითხოვენ. ამის გარდა, ისინი აპროტესტებენ „ოცნების“ რუსულ პოლიტიკას, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხრიდან რუსული სპეცსამსახურების აგენტი ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებამ.
როგორც აქციაზე შეკრებილები ამბობენ, ხელისუფლება რუს აგენტებსა და ჯაშუშებს იცავს და საზოგადოება ამას არ მოითმენს.
აქ დგომის მთავარი მიზეზია, რომ ხელისუფლებამ გაიგოს, ისინი არ არიან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, ცხოვრობს ამ ქვეყანაში ხალხი, რომლებსაც უკიდურესად უჭირთ და მათი თითოეული მოპარული თეთრი აისახება მათ სიცოცხლეზე,“ - ამბობს დიმიტრი ბიძინაშვილი.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ქართველი მოსახლეობა მოატყუონ და პრორუსული პოლიტიკა გაატარონ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელს შევუშლით. სწორედ ეს არის გამაღიზიანებელი და დამცინავი, როდესაც საკანონმდებლო ორგანო სრულ მარაზმად იქცა და ჩვენი ადეკვატური პასუხი იქნება დღეს მანამ, სანამ გომელაური არ დაასრულებს თავის ტყუილების თქმას საკანონმდებლო ორგანოდან,“ - ამბობს აქციის მონაწილე.