"უპასუხისმგებლობა იყო პრეზიდენტისგან" - ბოკერია ყეინიშვილის სებ-ში დანიშვნაზე

22.09.23 11:30
"უპასუხისმგებლობა იყო პრეზიდენტისგან" - ბოკერია ყეინიშვილის სებ-ში დანიშვნაზე

ოპოზიცია პრეზიდენტისგან ახნა-განმარტებებს ითხოვს. პოლიტიკოსებს აინტერესებთ, რა ნიშნით შეარჩია სალომე ზურაბიშვილმა  ნანა ყეინიშვილის კანდიდატურა ეროვნულ ბანკში. პრეზიდენტი დუმს.
ყეინიშვილი „ოცნებამ“ საბჭოს წევრად უკვე დანიშნა. ჯერჯერობით, თავად ახალ სამსახურში არ გამოჩენილა. არადა მასთან ბევრი კითხვა არსებობს.

ოპოზიციაში საუბრობენ ყეინიშვილის ოჯახის საეჭვო კავშირებზე რუსეთთან და კორუფციულ სკანდალებზეც. კითხვებს აჩენს ნანა ყეინიშვილის განათლებაც - როგორც პოლიტიკოსები ამბობენ, ეროვნულ ბანკში მისი დანიშვნა ფინანსების არაკომპეტენტური პირისთვის ჩაბარებას ნიშნავს.

სრულიად არაკომპეტენტური, მაგრამ მორჩილი პოლიტიკურ საკითხებში და ამავე დროს, რუსეთთან სხვადასხვა ფორმით კავშირში მყოფი ადამიანების წახალისება სხვადასხვა მიმართულებით, ეს ერთ-ერთი მაგალითია. უნდა აღინიშნოს, რამხელა უპასუხისმგებლობა იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან, მისი როლი სწორედ არის, რომ ასეთი რაღაც არ უნდა წარადგინოს. არც ჩახედა და თუ ჩახედა, მით უარესი. თუნდაც რომ არ სცოდნოდა სხვა ტიპის ეჭვებთან დაკავშირებით, ნულოვანი კომპეტენცია რომ აქვს და უბრალოდ ამ რეჟიმის მორჩილია, ამ ნიშნით შერჩეული ადამიანის წარდგენა არ შეიძლება, ეს არის უპასუხისმგებლობა,“ - ამბობს გიგა ბოკერია.

მსგავსი სიახლეები