ჩვენ გვყავს რუსული მთავრობა, ამიტომაც ხდება ეს ყველაფერი - ხაზარაძე ფარცხალაძეზე
ამ დრომდე უცნობია, დაიბარეს თუ არა გამოკითხვაზე ოთარ ფარცხალაძე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრული დუმილის რეჟიმშია გადასული. დაწყებულია გამოძიება, თუმცა არავინ იცის, რა მუხლით.
"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ჩვენ რუსული მთავრობა გვყავს და ამიტომაც ხდება ფარცხალაძესთან დაკავშირებით ის, რაც ხდება.
ჩვენი ქვეყანა არის რუსული ჯაშუშებით სავსე და სამწუხაროდ, ეს ჯაშუშები სხედან სხვადასხვა უწყებებში, რომლებიც უნდა იყვნენ პირიქით დაკავებულები ჯაშუშების გამოვლენით და ჩვენ მივიღეთ სხვანაირი სურათი, პირიქით სურათი მივიღეთ. ჩვენ გვყავს რუსული მთავრობა, რომელიც ემსახურება კრემლს და შესაბამისად იმ აგენტურას, რომელიც საქართველოშია. ეს არის ძალიან მარტივად და მოკლე განმარტება, რატომ არ ხდება ეს ყველაფერი", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.