ვერ ვხვდები, სად მოჩხრიკა ზურაბიშვილმა ასეთი დაზიანებული რეპუტაციის ადამიანი - ელისაშვილი ყეინიშვილის სებ-ში დანიშვნაზე
ყეინიშვილთან დაკავშირებით მახსოვს მხოლოდ სკანდალები და კორუფციაზე მინიშნებები - ასე აფასებს ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტის მხრიდან სებ-ის წევრად ნანა ყეინიშვილის კანდიდატურის წარდგენას.
ელისაშვილი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით გაკვირვებულია, რადგან ყეინიშვილს არასახარბიელო რეპუტაცია აქვს და საკმარისი კომპეტენცია არ აქვს იმისთვის, რომ სებ-ში იმუშაოს.
ნანა ყეინიშვილი ძალიან ოდიოზური ადამიანია, თუ მახსოვს შევარდნაძის დროიდან და თუ მახსოვს მასთან დაკავშირებით მხოლოდ სკანდალები და კორუფციაზე მინიშნებები. სიმართლე გითხრათ, ძალიან გაოცებული ვარ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებით, ვერაფრით ვხვდები, სად მოჩხრიკა სალომე ზურაბიშვილმა ასეთი დაზიანებული რეპუტაციის ადამიანი, ან რატომ მოჩხრიკა ან სებ-ის კანდიდატად რატომ წარმოადგინა, ამას ვერ ვხვდები,“ - ამბობს ალეკო ელისაშვილი.