პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილს სებ-ის პრეზიდენტის მიმართ შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს

22.09.23 11:41
პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილს სებ-ის პრეზიდენტის მიმართ შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს

სკანდალი საქართველოს ეროვნულ ბანკში - პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს.

როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნათია თურნავას აშშ-ის მხრიდან ჯაშუშობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძისთვის საგანგებოდ შეცვლილი ბრძანების გამო გადადგომისკენ მოუწოდა, შანტაჟია. რაც შეეხება მუქარას, პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი სებ-ს ემუქრება კანდიდატების არ წარდგენით იმ შემთხვევაში თუ ბრძანებას არ შეცვლიან.

კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დიდია ის უპატივცემულობა, რომელსაც პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია იჩენს ქართველი ხალხის და მის მიერ დაწესებული წესების მიმართ. ვნახეთ ზეწოლა სებ-ის პრეზიდენტზე, მათ შორის ვნახეთ პრეზიდენტი, რომელიც სებ-ის პრეზიდენტს მოუწოდებდა, რომ გადამდგარიყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თქვა, რომ პრეზიდენტი კანდიდატებს პარლამენტს არ წარუდგენს, მანამ, სანამ მისი შეხედულებით, არ იქნება გამოცემული სებ-ის შესაბამისი რეგულაციები. ეს არის პირდაპირი შანტაჟი ეროვნული ბანკის მიმართ, რომ მან ისეთი რეგულაციები მიიღოს, რომელსაც პრეზიდენტი ჩათვლის საჭიროდ. თუ არადა, რაც მოვისმინეთ, ეს არის მუქარა, რომ პრეზიდენტი უფუნქციოს გახდიდა ეროვნულ ბანკს,“ - ამბობს პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები