ვინ ააშენებს ანაკლიის პორტს, ვინ არიან ინვესტორები? - "ლელოს" კითხვები ლევან დავითაშვილთან
ვინ ააშენებს ანაკლიის პორტს, ვინ არიან ინვესტორები? - ამ მთავარ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს.
დავითაშვილს მინისტრის საათის ფორმატში დღეს პარლამენტში ელოდებიან. როგორც "ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, "ქართულმა ოცნებამ" ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდებით, დასავლელ ინვესტორებს პირდაპირ უთხრა, რომ საქართველოში ინვესტიცია სახიფათოა.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა შეასრულა რუსული დავალება და პორტის აშენება ჩაიშალა, გვესმის მხოლოდ და მხოლოდ, ტყუილი დაპირებები "ქართლი ოცნების" მხრიდან, ამიტომ შეკითხვები უკავშირდება კონკრეტულად ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდებას. უცნობია, როდესაც საუბრობენ ახალ ინვესტორებზე, ვისზე არის საუბარი, არის თუ არა ეს სტრატეგიულად უსაფრთხო ოფცია ჩვენი ქვეყნისთვის. "ქართულმა ოცნებამ" ანაკლიის პორტთან შექმნილი ვითარებით, ფაქტობრივად, გააგზავნა სიგნალი ყველა დასავლელ ინვესტორთან, რომ ამ ქვეყანაში ინვესტიციის ჩადება არის სახიფათო", - ამბობს სალომე სამადაშვილი.