რუსეთს არ სჭირდება ალტერნატიული მარშრუტები - მანჯგალაძე ანაკლიის პორტზე

22.09.23 12:06
რუსეთს არ სჭირდება ალტერნატიული მარშრუტები - მანჯგალაძე ანაკლიის პორტზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის პაატა მანჯგალაძის განაცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირდაპირ კონკურენციაში შევიდოდა რუსულ პორტებთან, რუსეთს კი მისი თქმით, არ სჭირდება ალტერნატიული მარშრუტები.

ივანიშვილმა თქვა თავის დროზე, რომ რა უნდა ამერიკელებს შავ ზღვაში, ეს სტრატეგია არის და ეს არის რუსების, ეს კი არ არის ივანიშვილის გზავნილი, რომ რა უნდათ დასავლელ პარტნიორებს და ამერიკელებს შავ ზღავში, ეს არის რუსეთის ინტერესი, რატომ იმიტომ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირდაპირ კონკურენციაში შევიდოდა რუსულ პორტებთან, ალტერნატიულ მარშრუტს გააჩენდა აზიიდან ტვირთების და ენერგორესურსების გამოტანის და რუსეთს არ სჭირდება ალტერნატიული მარშრუტები, რუსეთს სჭირდება, რომ თვითონ იყოს და მას ჰქონდეს მონოპოლია რეგიონში", - ამბობს პაატა მაჯგალაძე.

ვინ ააშენებს ანაკლიის პორტს, ვინ არიან ინვესტორები? - ამ მთავარ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს.

დავითაშვილს მინისტრის საათის ფორმატში დღეს პარლამენტში ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები