მქონდა პატივი, დავსწრებოდი აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ოფიციალურ მიღებას - ღარიბაშვილი

22.09.23 11:52
 მქონდა პატივი, დავსწრებოდი აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ოფიციალურ მიღებას - ღარიბაშვილი

ჯო ბაიდენთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არა, თუმცა ამერიკის პრეზიდენტთან ერთად გადაღებულ ფოტოს ტვიტერზე გვიზიარებს ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერ-მინისტრი გვატყობინებს, რომ ის გაერო~ოს 78-ე გენერალურ ასამბლეას ესწრებოდა, რომელიც ბაიდენის და ამერიკის პირველი ლედის მიერ იყო ორგანიზებული.

„გაერო-ს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მქონდა პატივი დავსწრებოდი აშშ პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის”, – აღნიშნავს პრემიერი, თუმცა ამ განცხადებაში არაფერია ნათქვამი ბაიდენთან პირისპირ შეხვედრის შესახებ.

მსგავსი სიახლეები