რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქს ისკანდერის ტიპის რაკეტებით შეუტიეს - დაშავდა 16 მოქალაქე
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოს ისკანდერის ტიპის რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაშავდა.
ერთ-ერთი რაკეტა 2-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. დაზიანებულია სხვა მრავალბინიანი კორპუსების ფანჯრები, ფასადები, სახურავები, მანქანები და ავტოფარეხები.
ქალაქ კურახოვოში ამ წუთებში მაშველები მუშაობენ.