ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავა პროექტის განხორციელებაზე გავლენას ვერ მოახდენს - დავითაშვილი
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავა ეკონომიკის მინისტრის მტკიცებით, პროექტის განხორციელებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობას აქვს საკმარისი მტკიცებულებები არბიტრაჟზე წარსადგენად. დავითაშვილი უკმაყოფილოა იმ თანხით, რასაც მომჩივანი მხარე ანაკლიის პორტის ჩაგდების გამო ითხოვს.
ყველასთვის ნათელია, რომ კონკრეტული მოლოდინების დაფიქსირება შეუძლებელია, თუ როგორი იქნება საარბიტრაჟო დავის შედეგი, საქართველოს მთავრობას აქვს მყარი პოზიცია გამყარებული მტკიცებულებებით, რომ არბიტრაჟი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდეს და სახელმწიფოს არ მოუწიოს განუხორციელებელი პროექტისთვის თანხების გადახდა, მითუმეტეს ვხედავთ, რა რაოდენობის თანხის მოთხოვნაა მომჩივანი მხარისგან მოთხოვნილი.
ეს არის ცალკე იურიდიული პროცესი, ეს ვერ მოახდენს გავლენას ვერც შერჩევის პროცესზე და ვერც პროექტის განხორციელებაზე," - ამბობს მინისტრი.