"არა რუსულ მთავრობას" - აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან ჭიჭინაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს

22.09.23 12:52
"არა რუსულ მთავრობას" - აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან ჭიჭინაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს

"არა რუსულ მთავრობას" - სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან ჭიჭინაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს.

მათივე თქმით, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც რუსეთთან ჯაშუშობისთვის აშშ-მ დაასანქცირა, უნდა დააკავონ.

ამასთან, აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერები, წარწერებით: „გომელაური რუსული ოცნება FSB-ს ჯაშუში“, „სსკ-ის მუხლი 314, ჯაშუშობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 12 წლამდე“.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში ამ წუთებში ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს უსმენენ, რამდენიმე საათში კი დეპუტატების კითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური უპასუხებს.

მსგავსი სიახლეები