ტენდერობანა იმიტომ გააკეთეთ, რომ ჩინურ კომპანიას ჩაეგდო ანაკლიის პროექტი ხელში - გოცირიძე

22.09.23 13:01
ტენდერობანა იმიტომ გააკეთეთ, რომ ჩინურ კომპანიას ჩაეგდო ანაკლიის პროექტი ხელში - გოცირიძე

"ტენდერობანა იმიტომ გააკეთეთ, რომ ჩინურ კომპანიას ჩაეგდო ეს პროექტი ხელში," - ასე მიმართა "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ეკონომიკის მინისტრს.

გოცირიძეს "ტენდერობანას" შთაბეჭდილება დარჩა მას შემდეგ, რაც მინისტრისგან გაიგო, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორების შერჩევის ბოლო ეტაპზე გადავიდა ორი კომპანია, მათ შორის, ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმია. 

თქვენი პასუხებიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მთელი ეს ტენდერობანა იმიტომ გააკეთეთ, რომ ჩინურ კომპანიას ჩაეგდო ეს პროექტი ხელში. ვნახოთ, როგორც იტყვიან - აღდგომა და ხვალეო. შვეიცარული კომპანია არ ნიშნავს, რომ იქ არ არიან თუნდაც ჩინელები,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები