როგორ უნდა დაბრუნდნენ ანაკლიის პორტის მშენებლობაში ამერიკელი ინვესტორები, სრულიად ბუნდოვანია - ბოკუჩავა
"როგორ უნდა დაბრუნდნენ ანაკლიის პორტის მშენებლობაში ამერიკელი ინვესტორები, რომლებიც ბოლომდე განხიბლული იქნებიან, ეს არის სრულიად ბუნდოვანი," - ეს განცხადება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
ამ წუთებში პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ეკონომიკის მინისტრს უსმენენ და ანაკლიის პორტის პროექტთან და ინვესტორების მოძიებასთან დაკავშირებით კითხვებს უსვამენ.
როგორც ბოკუჩავა ამბობს, პორტის პროექტის განხორციელება, რომელიც სააკაშვილის იდეა იყო, რუსეთის ინტერესში არ შედის.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის იდეა ეკუთვნის პრეზიდენტ სააკაშვილს და ივანიშვილმა ამ და ბევრი სხვა მისი საქართველოსთვის სასარგებლო იდეების და საქმეების გამო პუტინის დაკვეთით ის დაატყვევა, ეს პროექტიც პრაქტიკულად, დაატყვევა. ახლა ვხედავთ, რომ საუბარია გარკვეულ მოქმედებებზე. როგორ უნდა დაბრუნდნენ ანაკლიის პორტის მშენებლობაში ამერიკელი ინვესტორები, რომლებიც ბოლომდე განხიბლული იქნებიან, ეს არის სრულიად ბუნდოვანი,“ - ამბობს ბოკუჩავა.