ამ ქვეყანაში ფსბ-ს აგენტების უფლებები უფრო დაცულია, ვიდრე საქართველოს რიგითი მოქალაქის - ნიკუშა ფარულავა

22.09.23 13:08
ამ ქვეყანაში ფსბ-ს აგენტების უფლებები უფრო დაცულია, ვიდრე საქართველოს რიგითი მოქალაქის - ნიკუშა ფარულავა

პარლამენტის შენობა იქცა ხელისუფლებაში რუსეთის გავლენის აგენტების თავშესაფრად, - ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოსთან მისული სამოქალაქო აქტივისტი ნიკუშა ფარულავა საუბრობს. მისი თქმით, ყველა, ვინც დღეს ხელისუფლებაშია და გადაწყვეტილების მიმღები პირია, რუსეთის აგენტები არიან და რუსულ ინტერესებს ემსახურებიან. 

სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ საქართველოში ფსბ-ს აგენტები უფრო დაცულები ვიდრე, ვიდრე რიგითი მოქალაქეები. 

ეს შენობა იქცა ხელისუფლებაში რუსეთის გავლენის აგენტების თავშესაფრად, ამიტომ ახლა მე მგონია, 76 ადამიანზე უკვე დეკლარირებულად ვიცოდით, ამას დაემატა ყოფილი გენერალური პროკურორი და მე მგონია, რომ გომელაური, ზოგადად, მთელი სამთავრობო გუნდი, ეს ყველა, ვინც დღეს არის „ქართულ ოცნებაში“ , მთავარი გადაწყვეტილების მიმღებები,  ესენი არიან ყველა რუსეთის აგენტები ან მათი გავლენის აგენტები. რომ ვიცოდეთ, ამ ქვეყანაში ფსბ-ს აგენტების უფლებები უფრო დაცულია, ვიდრე საქართველოს რიგითი მოქალაქეების, - ამბობს ფარულავა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარებს. ადგილზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებულები. მათი ძირითადი მოთხოვნა ოთარ ფარცხალაძის დაკავებაა.  

მსგავსი სიახლეები