რუსეთის აგენტებთან ურთიერთობის ერთადერთი რეჟიმი შეტევაა - ელენე ხოშტარია

22.09.23 13:32
რუსეთის აგენტებთან ურთიერთობის ერთადერთი რეჟიმი შეტევაა - ელენე ხოშტარია

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ქვეყნის რუსეთის აგენტებისგან გათავისუფლება მხოლოდ უწყვეტი პროტესტით არის შესაძლებელი. ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა პარლამენტთან გამართული აქციის დროს ისაუბრა. ხოშტარიას თქმით, "ოცნების" ხელისუფლებასთან ურთიერთობის ერთადერთი რეჟიმი შეტევაა. 

აქ სხედან რუსეთის აგენტები, რომლებიც პირდაპირ ანგრევენ ქვეყანას, შესაბამისად, ბუნებრივია, გომელაურის მოსვლა ვერ ჩაივლის ჩვეულებრივად, იქნება პროტესტი და ზოგადად ჩვენ უნდა გადავიდეთ ამ რეჟიმში. რუსების აგენტებთან ერთადერთი რეჟიმი ურთიერთობის არის შეტევა და ასე უნდა ვიყოთ ყოველ ჯერზე. ეს იქნება სხვადასხვა ფორმის, ეს იქნება პარლამენტის შიგნით, ეს იქნება პარლამენტის გარეთ, ეს იქნება ბევრ ადგილას", - ამბობს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარებს. ადგილზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებულები. მათი ძირითადი მოთხოვნა ოთარ ფარცხალაძის დაკავებაა.   

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. 

 

მსგავსი სიახლეები