ანაკლიის პორტის პროექტს ადევს რუსული წითელი ბეჭედი, იმიტომ არ შენდება - ვაშაძე

22.09.23 13:09
ანაკლიის პორტის პროექტს ადევს რუსული წითელი ბეჭედი, იმიტომ არ შენდება - ვაშაძე

"ანაკლიის პორტის პროექტს ადევს რუსული წითელი ბეჭედი, იმიტომ არ შენდება," - ეს განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.   

ვაშაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით მითითება სწორედ რუსეთისგან აქვს მიღებული.

ანაკლიის პორტის პროექტს ადევს რუსული წითელი ბეჭედი, იმიტომ არ შენდება ეს. ჩინეთი, 20 მილიონი - ყველაფერი ბლეფია. ნახეთ 2020 წლის მერე რამდენი განცხადება აქვთ გაკეთებული, რომ ვითომ რაღაცის გაკეთებას აპირებენ ანაკლიაში. აკრძალული აქვს რუსეთს, რომ ანაკლიაში აშენდეს პორტი და ამ დავალებას რუსული ჯაშუშური ქსელით - ფარცხალაძეებით, ივანიშვილებით ასრულებს პირნათლად,“ - ამბობს ვაშაძე. 

მსგავსი სიახლეები