რუსი აგენტები მალე მარტივ მამრავლებად დაიშლებიან და დავიწყებთ დიდი გავითარების პროცესს - ვაშაძე

22.09.23 13:27
რუსი აგენტები მალე მარტივ მამრავლებად დაიშლებიან და დავიწყებთ დიდი გავითარების პროცესს - ვაშაძე

რუსი ჯაშუშ ფარცხალაძე დაუყოვნებლივ დასაქერია, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმასენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც ამ წუთებში პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ რუსი აგენტები მალე მარტივ მამრავლებად დაიშლებიან, ხოლო ქვეყანას გავითარების და ევროინტეგრაციის გზაზე დადგება. 

ფარცხალაძე არის დაუყოვნებლივ დასაჭერი, ის არის რუსი ჯაშუში. ყველა, ვინც ამას ხელს აფარებს არის ამ რუსი ჯაშუშების მცველი ან თვითონაც არის რუსი ჯაშუში და აგენტი, ეს არის შინაარსი და ძალიან სწორი გზავნილი აქვს აქციას, რომ რუსეთის აგენტებო, გთხოვთ დაიშალოთ და მოვა მალე ეგ დრო, როცა რუსეთის აგენტები დაიშლებიან მარტივ მამრავლებად. ნაწილი ციხეში წავა, ნაწილი გაიქცევა ქვეყნიდან, მაგრამ ჩვენ დიდი განვითარების პროცესს დავიწყებთ. ევროკავშირი საქართველოსთვის გვინდა და მოხდება მაშინ, როცა რუსი ჯაშუშებისგან განვათავისუფლებთ ქვეყანას", - ამბობს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარებს. ადგილზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებულები. მათი ძირითადი მოთხოვნა ოთარ ფარცხალაძის დაკავებაა.   

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. 

 

მსგავსი სიახლეები