"ბიუჯეტის ვირთხები" - გიგა ლემონჯავა ხელისუფლებაზე

22.09.23 13:37
"ბიუჯეტის ვირთხები" - გიგა ლემონჯავა ხელისუფლებაზე

პარტია "დროას" აღმასრულებელი მდივანი გიგა ლემონჯავა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ბიუჯეტის ვირთხებად მოიხსენიებს და ამბობს, რომ "ქართული ოცნება" რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.

ისინი არიან ბიუჯეტის ვირთხები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს პარავენ ფულს და ეს ფული მიაქვთ სახლში, როგორც ღარიბაშვილს, ისე ბიძინა ივანიშვილს, ისე ფარცხალაძეს და თურნავას. ბოტასი არის ძალიან კარგი სიმბოლო ფარცხალაძის, იმიტომ, რომ თქვენ გახსოვს, რომ ოთარ ფარცხალაძე გერმანიის ფედერაციაში დაკავებული იყო სწორედ ბოტასების ქურდობისთვის. რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს? "ღალატს", ჩვენ გადავაკეთეთ, რას ვერ აპატიებდი საყვარელ მთავრობას? "ღალატს". აქ არის ორი შინაარსი, რაზეც დგას საქართველოს ხელისუფლება და ეს ხელისუფლება უნდა დასრულდეს, რაც შეიძლება სწრაფად, - ამბობს გიგა ლემონჯავა.

მსგავსი სიახლეები