ხელისუფლება რუსეთისკენ სწრაფი ტემპით მიგვაქანებს, ეს პროცესი უნდა შევაჩეროთ! - სოფო ჯაფარიძე
პროტესტი იქნება იქამდე, ვიდრე ქვეყანას გარუსებისგან ვიხსნით, - ამის შესახებ ენმ-ს წევრი სოფო ჯაფარიძე საუბრობს, რომელიც პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე იმყოფება. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ხელისუფლება ქვეყანას რუსეთისკენ სწრაფი ტემპით მიქანაებს და ამ პროცესის შეჩერება მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი.
პროტესტი იქნება იქამდე, სანამ ხელისუფლებას არ შევაჩერებთ, რომ ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ გარუსებისგან. შეუძლებელია, დღეს ჩვენ რასაც ვუყურებთ, ეს იყო გენერალური რეპეტიცია ფარცხალაძესთან მიმართებაში. ამით იკეკლუცა ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის მიმართ და მას დაანახა, რომ აი, ასე დაიცავენ მის ფულს. შეუძლებელაი იმის ყურება, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ. ეს არის უმართავი პროცესი უკვე და ხელისუფლებამ უკვე დეკლარირებულად დაგაყენა რუსეთის გვერდით.
დღეს ველოდებით გომელაურს, რომელსაც აუცილებლად უნდა მოეთხოვოს პასუხის, პირველ რიგში, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით და ჩენ ვიცით, მთელ საქართველოს აქვს ძალიან ბევრი კითხვა. ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიქნებით იქამდე, სანამ არ შევაჩერებთ ამ მართლაც უმართავ პროცესს, რასაც ჩვენი ქვეყნის გარუსება ჰქვია, იმიტომ, რომ ისე მიგვაქანებენ რუსეთისკენ, სიეთი ტემპით, როგორც არასროს. ტემპი არის სრულიად შეუჩერებელი და სწორედ ის დროა, რომ უნდა შევაჩეროთ, უნდა შევაჩეროთ ერთად. ოპოზიციის ერთად დგომამ 2 დღის წინ დაგვანახა, რომ დღეს რუსეთის აგენტი ფარცხალაძე აღარ არის საქართელოს მოქალაქე. ასე რომ, პროტესტი გაგრძელდება ბოლომდე, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარებს. ადგილზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებულები. მათი ძირითადი მოთხოვნა ოთარ ფარცხალაძის დაკავებაა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.