თუ ჩინურმა კომპანიამ გაიმარჯვა, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ - ინჯია ანაკლიის პორტზე

22.09.23 13:28
თუ ჩინურმა კომპანიამ გაიმარჯვა, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ - ინჯია ანაკლიის პორტზე

"ევროპელი სოციალისტების" ლიდერი ფრიდონ ინჯია პრობლემას ვერ ხედავს, თუ ანაკლიის პორტს ჩინური კომპანია ააშენებს და ტენდერში ჩინური კომპანია გაიმარჯვებს.

ინჯიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლა მთავრობის ქებით დაიწყო და მმართველ გუნდს მოუწონა რომ ანაკლიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი სახელმწიფო გახდა.

ინჯიას თქმით, ანაკლიის პორტის პროექტიდან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალური და სტაბილური მოგება იქნას მიღებული.

ვერ გეტყვით რა როგორ მიხდა, რომ შეფერხდა ანაკლიის მშენებლობა, მე დიდ მიღწევად მიმაჩნია ხელისუფლების გადაწყვეტილებები. სახელმწიფომ გადაწყვიტა რომ საკონტროლო პაკეტი ჰქონდეს ხელში, ღმერთმა ქნას რომ ასეთი მიდგომა იყოს სულ. მადლობა ამისთვის მმართველ გუნდს. 

ანაკლიის პორტის პროექტში მნიშვნელოვანი არის, რომ წლების განმავლობაში მაქსიმალური და სტაბილური მოგების მიღება მოხდეს. ამის განსახორციელებლად უკვე პროექტშივე უნდა იყოს ჩადებული საექსპლუატაციო ხარჯების მინიმიზირება.

რაც შეეხება ჩინურ კომპანიებს, თუ გაიმარჯვა ჩინურმა კომპანიამ მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. წლების განმავლობაში ჩინური ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში აკრძალული იყოდა თუ ეს მოხდება და გაიმარჯვა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ".- განაცხადა ინჯიამ. 

 

მსგავსი სიახლეები