შოვში სამაშველო ოპერაციები ბოლომდე არასწორად იყო მართული, ამაში პერსონალურად გომელაურია დამნაშავე - ვაშაძე

22.09.23 13:41
შოვში სამაშველო ოპერაციები ბოლომდე არასწორად იყო მართული, ამაში პერსონალურად გომელაურია დამნაშავე - ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, შოვში სამაშველო ოპერაციები ბოლომდე არასწორად იყო მართული და მისი თქმით, ამაში დამნაშავე პერსონალურად ვახტანგ გომელაურია. 

გომელაური არის ადამიანი, რომლის  ამორალური ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით ამხელა მსხვერპლი არის. შოვში სამაშველო ოპერაციები ბოლომდე არასწორად იყო მართული და ამაში არის ის პერსონალურად დამნაშავე", - ამბობს გიორგი ვაშაძე.

შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში ელოდებიან. კითხვებზე საპასუხოდ ძალოვანი უწყების მინისტრი ოპოზიციას ჰყავს დაბარებული. ტრაგედიიდან თვე ნახევრის თავზე ისევ უცნობია რა ეტაპზეა გამოძიება, რომელიც გომელაურის უწყებამ დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები