ვინც არ უნდა წარმედგინა პრეზიდენტს, ყველას ავირჩევდით, ფიზიკურ გადარჩენაზე იყო უკვე საუბარი - მდინარაძე სებ-ზე
ვინც არ უნდა წარმედგინა პრეზიდენტს, ოღონდ საბოტაჟის ნაწილი არ გამხდარიყვნენ, ყველას ავირჩევდით - მდინარაძე - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ეროვნული ბანკის საბჭოს ახლადარჩეულ წევრებზე კომენტირებისას განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ფიზიკურ გადარჩენაზე იყო უკვე საუბარი.
"ინსტიტუტი გადარჩა. ეროვნული ბანკი და ფინანსური სისტემა გადარჩა, ჩვენ მოგვიწია იმის აღიარებაც და გულწრფელად გეუბნებით, ვინც არ უნდა წარმოედგინა ქალბატონ სალომეს, ოღონდ საბოტაჟის ნაწილი არ გამხდარიყვნენ ის ადამიანები და ყველას ავირჩევდით. იმიტომ, რომ ფიზიკურ გადარჩენაზე იყო უკვე საუბარი, ასეთი მდგომარეობა დააყენეს და შეხედეთ, რომ სამი თანამდებობის პირი, რომელზეც ის იყო დამოკიდებული, სამივე ერთ დღეს გაწიეს გვერდზე", - თქვა მდინარაძემ.