სებ-ის ახალ წევრს ნანა ყეინიშვილს ბიოგრაფიის გაყალბებაში ფაზისის აკადემია ამხელს

22.09.23 14:16
სებ-ის ახალ წევრს ნანა ყეინიშვილს ბიოგრაფიის გაყალბებაში ფაზისის აკადემია ამხელს

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ახალ წევრს ბიოგრაფიის გაყალბებაში ამხელს ფაზისის საერო-სამეცნიერო საერთაშორისო აკადემია.

ნანა ყეინიშვილის ბიოგრაფიაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა, წერია, რომ სებ-ის ახალი წევრი ფაზისის აკადემიის აკადემიკოსია. 

თუმცა ამ ინფორმაციას უარყოს თავად ფაზისის აკადემია, რომელიც სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. 

ქალბატონი ნანა ყეინიშვილი არ გახლავთ ფაზისის აკადემიის წევრი.

ფაზისის აკადემია არ გაცემს „ოქროს დიპლომებს“ და არავის ანიჭებს აკადემიურ წოდებას „აკადემიკოსს“," - წერია ფაზისის აკადემიის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები