მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე გამოიკითხა

22.09.23 14:40
მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე გამოიკითხა

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე გამოიკითხა. დეპუტატმა ამის შესახებ ჟურნალისტებს კომენტარის დასრულების შემდეგ უთხრა. როგორც მდინარაძე ამბობს, ფარცხალაძე მოკვლევის დაწყების დღესვე გამოიკითხა. 

იქამდე დეპუტატი აცხადებდა, რომ გაუგებარია, რის საფუძველზე უნდა დაიბარონ ფარცხალაძე გამოკითხვაზე, როცა მტკიცებულებები არ მიუღიათ და თუ მტკიცებულებები არ არის და „თუ ცარიელი ფურცელია, კითხვაც კი რა უნდა დაუსვან ამაზეც კი შეიძლება პოზიცია არ არსებობდეს".

სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ არ მიგვიღია არცერთი ფრაზა, არათუ მტკიცებულება ბრალდების დამადასტურებლად. აშშ-მა და მისმა სახდეპმა რომ ეს არის აგენტი, ამას უნდა მოაყოლონ სუს-ში მაინც ერთი მტკიცებულება, რომ ეს არის აგენტი,“ - თქვა მდინარაძემ.

შოთაძის უწყების მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებიდან დგინდება, რომ საქმეზე გამოძიება სუს-ში მიმდინარეობს და უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. თუმცა რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, უცნობია. 

 

მსგავსი სიახლეები