"კობახიძე-ღარიბაშვილი რუბლებზე და წულაძის პერფომანსი საკრებულოში" - სხდომაზე ხმაურია
დაპირისპირება საკრებულოში - სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
თბილისის საკრებულოს წევრმა პარტიიდან „ხალხისთვის“ ნინო წულაძემ სხდომათა დარბაზში დამსწრეებს რუსული რუბლებზე გამოსახული ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი უჩვენა და ოცნების ხელისუფლებას კოლექტიური რუბლები უწოდა.
ეს არის რუბლებზე გაყიდული ქართული ოცნების დეპუტატების გამოსახულებით რუსული რუბლები. ეს არის თქვენი საყვარელი ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი. ქართული ოცნების ხელისუფლება ხართ კოლექტიური რუბლები, რომლებმაც რუბლებზე გაყიდეთ ეროვნული უსაფრთხოება".- განაცხადა წულაძემ.