სუს ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვას ადასტურებს
სუს "პირველებს" ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვას უდასტურებს. თუმცა, უცნობია, რა მუხლით მიმდინარეობს უსაფრთხოების სამსახურში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსულ სპეცსამსახურებთან აგენტობაში მხილებული ფარცხალაძის საქმე. პრესსამსახურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილის ნებართვის გარეშე ვერ მიაწვდის მედიას ინფორმაციას, თუ რა მუხლით მიმდინარეობს სუს-ში გამოძიება.
მანამდე ყოფილი გენერალური პროკურორის გამოკითხვის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ არაფორმალურ გარემოში მიაწოდა.
თუმცა, ოფიციალურ კომენტარში მამუკა მდინარაძე ამბობდა, რომ გაუგებარია, რის საფუძველზე უნდა დაიბარონ ფარცხალაძე გამოკითხვაზე, როცა მტკიცებულებები არ მიუღიათ და თუ მტკიცებულებები არ არის და „თუ ცარიელი ფურცელია, კითხვაც კი რა უნდა დაუსვან ამაზეც კი შეიძლება პოზიცია არ არსებობდეს".