ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოში - სხდომა შეწყდა

22.09.23 15:04
ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოში - სხდომა შეწყდა

დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, „ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, კონსტანტინე ზარნაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ეძგვერაძემ სიტყვით გამოსვლისას ზარნაძეს „არარაობა“ უწოდა.

აღსანიშნავია, რომ ზარნაძემ საპასუხოდ ეძგვერაძის მისამართით დროშები ისროლა.

ამ დროისთვის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.

დღევანდელ სხდომაზე ოპოზიცია ახსნა განმარტებებს ფარცხალაძის საქმეზე ითხოვდა, თუმცა, როგორც კი ვინმე სანქცირებულ ყოფილ პროკურორს ახსენებდა, მას მაშინვე სიტყვას აწყვეტინებდნენ და ჩხუბი იწყებოდა.

მსგავსი სიახლეები