"მტკიცების ტვირთი არის ბრალდებაზე" - "ოცნება" ფარცხალაძის დაცვას აგრძელებს და აშშ-დან მტკიცებულებებს ითხოვს
მმართველი გუნდი ამერიკისთვის ფარცხალაძის სანქცირების გამო მტკიცებულებების გასაჯაროებას ისევ მოითხოვს. "ქართული ოცნების" დეპუტატები ამ გზით ცდილობენ ჯაშუშობაში მხილებული ყოფილი გენერალური პროკურორის დაცვას.
"ოცნების" დეპუტატს სამართლებრივი განმარტება მოაქვს მაგალითად, ვის ევალება იმის მტკიცება, არის თუ არა ფარცხალაძე დამნაშავე და არსებობს თუ არა ამის მტკიცებულებები.
მსოფლიო პრაქტიკაში ასეთი ფაქტი არ არსებობს, რომ დაცვის მხარეში მყოფი ოპონენტი აგროვებდეს თავის მტკიცებულებებს, ამ შემთხვევაში, ფარცხალაძეზე მაქვს საუბარი.
როდესაც ბრალდება აკეთებს კონკრეტულ განცხადებას, მტკიცების ტვირთი არის ბრალდებაზე. ამერიკელი პარტნიორების მხრიდან არცერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოხდა ოთარ ფარცხალაძის შეყვანა კონკრეტულ სიაში. რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისი გადასაწყვეტი,“ - ამბობს გივი მიქანაძე.