ბატონო ბიძინა, რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურები დაგახურავენ ტომარას და ციხეში მოგათავსებენ - კუპრავა
ბატონო ბიძინა, რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურები დაგახურავენ ტომარას და ციხეში მოგათავსებენ - საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, ზვიად კუპრავას ამ განცხადებას საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა.
კუპრავამ ასევე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ივანიშვილს შეუთვალა, რომ სუს-ი ატყუებს.
თქვენ გაქვთ ვალდებულება, ბრალი წაუყენოთ ჯაშუშობის ბრალდებით ოთარ ფაცხალაძეს. თუ თქვენ ამის შესაძლებლობა, შინაგანი უნარი არ გაგაჩნიათ, ასეთ შემთხვევაში მოიქეცით ისე, როგორც ეს გააკეთეთ 2018 წელს და გადადექით დაკავებული თანამდებობიდან. ბატონო ბიძინა, თქვენ სუსი გატყუებთ, როდესაც გეუბნებათ, რომ რაღაც რევოლუციები იგეგმება ქვეყანაში. სინამდვილეში, თქვენ რომელიმე ქვეყნის სპეც სამსახურები დაგახურავენ ტომარას თავზე და მსოფლიოს რომელიმე ციხეში მოგათავსებენ", - განაცხადა ზვიად კუპრავამ.